უილ სმიტის ვაჟიშვილი საკუთარ რესტორანს ხსნის

უილ სმიტის ვაჟიშვილი საკუთარ რესტორანს ხსნის
შოუბიზნესი / სექტემბერი 12, 2017

უილ სმიტის 19 წლის ვაჟიშვილი, ჯეიდენ სმიტი საკუთარ რესტორანს გახსნის. ვარსკვლავის შვილი საკმაოდ წარმატებულია: ის იყო რამდენიმე ცნობილი ბრენდის სახე, მონაწილეობა აქვს მიღებული ათამდე ფილმში, სულ მალე კი საკუთარი ბიზნესითაც დაკავდება.

თავის გეგმებზე ჯეიდენმა „ტვიტერზე“ განაცხადა. მისი პოსტი მოკლე და გასაგები იყო: „მე ვხსნი რესტორანს!“ – დაწერა მან.

სანამ ჯეიდენი რესტორატორი გახდება, მისი შეფასება ახალ ფილმში „ცხოვრება ერთ წელიწადში“ იქნება შესაძლებელი, სადაც პარტნიორობას სმიტს კარა დელევინი უწევს.

 

საკვანძო სიტყვები