უილ სმიტი ,,ლათინურ გრემიზე” იმღერებს

უილ სმიტი ,,ლათინურ გრემიზე” იმღერებს
შოუბიზნესი / ნოემბერი 5, 2018

ლათინურმა ხმისჩამწერმა აკადემიამ ის შემსრულებლები დაასახელა, რომლებიც ,,ლათინურ გრემიზე” იმღერებენ.

რიგით მე-19 დაჯილდოების ცერემონიალს უილ სმიტი გახსნის, რომელიც სცენაზე ბედ ბანისთან და მარკ ენტონთან ერთად გამოვა. ისინი სიმღერას Está Rico შეასრულებენ.

საღამოს მუსიკალურად ასევე, ჯეი ბალვინი, ჰელსი, კეროლ ჯი და სხვა ლათინოამერიკელი ვარსკვლავები გააფორმებენ.

შეგახსენებთ, რომ Latin Grammy Awards 15 ნოემბერს ლას-ვეგასში გაიმართება.