უახლესი საცეკვაო ჰიტი The Black Eyed Peas-ისგან (აუდიო)

უახლესი საცეკვაო ჰიტი The Black Eyed Peas-ისგან (აუდიო)
შოუბიზნესი / სექტემბერი 14, 2018

„გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი The Black Eyed Peas ახალ სიმღერას გვთავაზობს. Big Love – ასე ქვია სიმღერას, რომლის ჯერ მხოლოდ აუდიო ვერსია გავრცელდა და უკვე უდიდესი გამოხმაურებაც მოჰყვა. სავარაუდოდ ეს სეზონის აბსოლუტური ჰიტიც გახდება და მალე მსმენელი მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპსაც იხილავს. თავად სიმღერა კოლექტივის ახალ ალბომში Masters Of The Sun შევა, რომელიც გაყიდვაში მალე გამოვა.

მომავალი ალბომიდან პირველი სინგლი  Get It ჯერ კიდევ ივლისში გავრცელდა, მას მოჰყვა ვიდეოკლიპი სიმღერაზე Constant Part 1 & 2.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფისთვის განსაკუთრებულად წარმატებული მესამე ალბომი Elephunk გახდა, რომელიც 75 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.

დღეს ჯგუფი The Black Eyed Peas მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად ჯგუფთა სიას ლიდერობს.

საკვანძო სიტყვები