თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ, ვაინშტაინი სამკურნალოდ გაემგზავრა

თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ, ვაინშტაინი სამკურნალოდ გაემგზავრა
შოუბიზნესი / ოქტომბერი 12, 2017

სკანდალის ფონზე, რომელიც ბოლო დღეები ჰარვი ვაინშტაინის გარშემო გამწვავდა, პროდიუსერმა არიზონაში წასვლა და სექსუალური დამოკიდებულების მკურნალობა გადაწყვიტა.

არსებული ინფორმაციით, ცნობილი პროდიუსერი კურსს ცენტრ Meadows-ში გაივლის, სადაც წლების წინ ლეგენდარული გოლფისტი, ტაიგერ ვუდსი ამავე მიზეზით მკურნალობდა. მკურნალობა 45 დღიან პროგრამას მოიცავს, რომელიც ფსიქოთერაპევტთან კონსულტაციას, მედიტაციას, იოგას და ცხენის თერაპიასაც კი გულისხმობს.

ცნობილია, რომ გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე პროდიუსერმა თავის მოკვლაც სცადა. ამის შესახებ პოლიციას მისმა ქალიშვილმა განუცხადა, რომლის თქმითაც, მამამისი მომხდარით დათრგუნულია და შესაძლოა სუიციდიც კი სცადოს. ვაინშტაინის შვილის ზარის შემდეგ, პროდიუსერის სახლთან 24 საათი პოლიცია დარაჯობდა. საბოლოოდ სკანდალურმა ჰარვიმ წასვლა და მკურნალობა გადაწყვიტა.

საკვანძო სიტყვები