თუფაქ შაკურს გაუპატიურებაში ადანაშაულენენ

თუფაქ შაკურს გაუპატიურებაში ადანაშაულენენ
შოუბიზნესი / თებერვალი 2, 2018

ამერიკელმა აიანა ჯექსონმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა. ქალბატონი ამტკიცებს, რომ შორეულ 1993 წელს ის თავისმა კუმირმა – თუპაკ შაკურმა გააუპატიურა.

მისი თქმით, როდესაც 19 წლის იყო, რეპერმა ის სასტუმროს ნომერში მიიპატიჟა, სადაც დამატებით მისი სამი მეგობარი იმყოფებოდა. ცოტა ხნის შემდეგ, მიუხედავად წინააღმდეგობისა, ის მათ ჯგუფურად გააუპატიურეს. ჯექსონის თქმით, ამ ყველაფერს უყურებდა თუფაქის მენეჯერიც, რომელიც დახმარების თხოვნაზე არ რეაგირებდა.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული რეპერი 1996 წელს მოკლეს. თუფაქის ანგარიშზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული 75 მილიონი დისკია.

საკვანძო სიტყვები