თუ Galaxy S9-ის ეს ფოტო სინამდვილეა, Apple-ს ნამდვილად აქვს სანერვიულო

თუ Galaxy S9-ის ეს ფოტო სინამდვილეა, Apple-ს ნამდვილად აქვს სანერვიულო
Hi Tech / თებერვალი 5, 2018

სულ მალე Samsung Galaxy S9-ის პრეზენტაცია იგეგმება, ხოლო სანამ ეს თარიღი ახლოვდება, ქსელში სიახლის შესახებ ახალი დეტალები ვლინდება.

ჩინური მიკრობლოგების საიტზე Weibo Galaxy S9-ის კამერის ოფიციალური პრომო გამოქვეყნდა. სამი ფოტო კამერის სამ სხვადასხვა შესაძლებლობაზე მიანიშნებს, რომლითაც Galaxy S9 და S9 + იქნება აღჭურვილი:

პირველ მათგანზე საქანელაზე მოკატავე ბავშვი ჩანს, რაც იმას ნიშნავს, რომ კამერას სწრაფ მოძრაობაში გადაღების შესაძლებლობა ექნება. მეორეზე ადამიანი ჩამავალი მზის ფონზე ტბაში ხტება, რაც განათების ფუნქციით არის ახსნილი, ხოლო მესამე, კატის გამოსახულება სისხარტის სიღრმეს გვიჩვენებს.

მოელიან, რომ ახალ სმარტფონებში მკვეთრად გაუმჯობესებული კამერა იქნება.

საკვანძო სიტყვები