„ტრანსფორმერები 5“: პრემიერა ჩიკაგოში (ფოტოები)

„ტრანსფორმერები 5“: პრემიერა ჩიკაგოში (ფოტოები)
შოუბიზნესი / ივნისი 23, 2017

კინოკრიტიკოსებმა „ტრანსფორმერების“ უკანასკნელ ნაწილზე ნეგატიური და მწვავე განცხადებებიც კი გააკეთეს, თუმცა ფილმის ვარსკვლავები იძულებულები არიან, მის პრემიერაზე კარგი განწყობით გამოცხადნენ. ამ დღეებში მეხუთე ნაწილის პრემიერა ჩიკაგოში გაიმართა.

წითელ ხალიჩაზე მარკ უოლბერგი, ლორა ჰედოკი, ჯოშ დიუამელი, იზაბელა მონერი და რეჟისორი მაიკლ ბეი გამოჩნდნენ. საღამოს საპატიო სტუმარი ენტონი ჰოპკინსი იყო, რომელიც პრომო-ტურის ფარგლებში ქასტს პირველად შეუერთდა.