ტრამპმა ანჯელინა ჯოლი და შარლიზ ტერონი ათ ბალიანი სისტემით შეაფასა

ტრამპმა ანჯელინა ჯოლი და შარლიზ ტერონი ათ ბალიანი სისტემით შეაფასა
შოუბიზნესი / სექტემბერი 28, 2017

ჟურნალისტმა ჰოვარდ სტერნმა ჯერ კიდევ გაპრეზიდენტებამდე, დონალდ ტრამპისგან აღებული ინტერვიუს ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც ის ცნობილ ქალბატონებს ათ ბალიანი სისტემით აფასებს.

ტრამპმა კიმ კარდაშიანის სხეულის ცნობილი ნაწილებისა და ჰოლი ბერის „იდეალურ კანზე“ ისაუბრა. ყველაზე მაღალი შეფასება მან შვედ მოდელს, ელინ ნორდეგრენს მისცა. ანჯელინა ჯოლიმ ათიდან 7 ქულა დაიმსახურა, ხოლო კითხვაზე, შარლიზ ტერონის გარეგნობა შეაფასოს, დონალდის პასუხი ასეთი იყო: „სიმართლე რომ ვთქვა, ივანკა გაცილებით კარგად გამოიყურება“.

ინტერვიუს პროცესში ტრამპმა აღიარა, რომ მსოფლიოს ცნობილ ლამაზმანებთან რომანი ჰქონია. ჟურნალისტის აზრით კი, სწორედ ამ საკითხში დიდი გამოცდილება მას კომპეტენტურ ადამიანად წარმოაჩენს.