ტომ კრუზი მეოთხედ ქორწინდება

ტომ კრუზი მეოთხედ ქორწინდება
შოუბიზნესი / ოქტომბერი 13, 2017

ტომ კრუზისა და ვანესა კირბის რომანის შესახებ მედიამ ჯერ კიდევ მარტში დაწერა. ინსაიდერების თქმით, კრუზი მოიხიბლა სერიალში „გვირგვინი“ მისი მონაწილეობით და ყველაფერი გააკეთა, რომ მომდევნო „შეუსრულებელ მისიაში“ ისიც გადაეღოთ. მას შემდეგ ტომი და ვანესა სულ ერთად არიან, პრესამ კი მათი მომავალი ქორწინების შესახებ დაწერა.

„ის მზად არის, კირბის მისის კრუზის წოდება მისცეს“, – აცხადებს წყვილთან დაახლოებული წყარო.

შეგახსენებთ, რომ ტომ კრუზი კეიტ ჰოლმსს 2012 წელს დაშორდა. ეს უკანასკნელი ამჟამად ჯეიმს ფოქსს ხვდება.

საკვანძო სიტყვები