„თითქოს ოჯახის წევრი დაგეღუპა“ – სოფი ტერნერი სანსა სტარკს ემშვიდობება

„თითქოს ოჯახის წევრი დაგეღუპა“ – სოფი ტერნერი სანსა სტარკს ემშვიდობება
შოუბიზნესი / ივლისი 18, 2018

ცოტა ხნის წინ, სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ გადაღებები დასრულდა. საკუთარ პერსონაჟს ცნობილი მსახიობების ნაწილი საჯაროდ გამოემშვიდობა და სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა. ამ დღეებში ჯონ სნოუსა და სერიალის  შესახებ კომენტარი კიტ ჰარინგტონმა გააკეთა. ამჯერად კი, სანსა სტარკს მსახიობი სოფი ტერნერი გამოემშვიდობა.

„ეს ყველაფერი განშორებას ჰგავს. თითქოს ოჯახის წევრი დაგეღუპა – სწორედ ამას ჰგავს სანსასა და სერიალის წევრების წარსულში დატოვება. ჩემი განშორება ამ გმირთან – ერთ-ერი ყველაზე რთული რამ იყო ცხოვრებაში, რადგან სანსასთან ერთად გავიზარდე. თითქოს აღარ მაქვს „ყავარჯენი“, რომელსაც აქამდე ვეყრდნობოდი“.

ტერნერი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ „სამეფო კარის თამაშების“ გადაღებები დასრულდა – „მგონია, რომ საბოლოოდ ამას მაშინ დავიჯერებ, როდესაც გადაღები ტრადიციული დრო მოვა და მე გადასაღებ მოედანზე არ ვიქნები“.