თიხით დაფარულ შიშველ კიმ კარდაშიანს თაყვანისმცემლებმა დასცინეს (ფოტო)

თიხით დაფარულ შიშველ კიმ კარდაშიანს თაყვანისმცემლებმა დასცინეს (ფოტო)
შოუბიზნესი / აპრილი 25, 2018

ყოველთვის, როდესაც ყურადღების მიქცევა სურს, კიმ კარდაშიანი პროვოკაციულ ფოტოსესიებს აწყობს, რომლისთვისაც თითქმის ყოველთვის, მთლიანად შიშვლდება.

ამჯერად, კარდაშიანმა მომავალი სუნამოს გამოსვლა დააანონსა და ეს ფაქტი კვლავ „შიშველი ფოტოსესიით“ აღნიშნა. მათზე კიმს მთლიან სხეულზე თიხა უსვია. კიმის თქმით, სწორედ მისი სხეულის ფორმის იქნება ახალი სუნამოს ფლაკონი და ეს ფოტოსესიაც სწორედ მას ემსახურება.

თაყვანისმცემლების ერთი ნაწილი ფოტოსესიით აღფრთოვანდა, თუმცა მეორე ნაწილმა კარდაშიანს დასცინა.

მიუხედავად დაცინვისა, რამდენიმე საათში კადრმა 2 მილიონზე მეტი მოწონება დაიმსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ პარფიუმის რეკლამა ნამდვილად შედგა.

საკვანძო სიტყვები