თეთრებში გამოწყობილმა ჯოლიმ ცერემონიაზე ყველა დაჩრდილა (ფოტო)

თეთრებში გამოწყობილმა ჯოლიმ ცერემონიაზე ყველა დაჩრდილა (ფოტო)
შოუბიზნესი / იანვარი 12, 2018

პრემია Critics’ Choice Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ანჯელინა თეთრ კაბაში გამოწყობილი მივიდა. „ოქროს გლობუსისგან“ განსხვავებით, ცერემონიაზე თითქმის არავის სცმია შავი.

ჯოლი, როგორც ყოველთვის, ყურდღების ცენტრში მოხვდა: 42 წლის ლამაზმანმა არჩევანი თეთრი ფერის ჩაცმულობაზე შეარჩია. Ralph & Russo-ს ასიმეტრიული კაბა ბრეტელების გარეშე და მკერდთან ბუმბულებით იყო გაწყობილი, ეს ყველაფერი კი ანჯელინას მხრებზე აკეთებდა აქცენტს.  მსახიობს სადა ვარცხნილობა ჰქონდა, მაკიაჟი კი კლასიკური.

არანაკლებ აღნიშვნის ღირსი იყო ფეხსაცმელი – ვერცხლისფერი მაღალქუსლიანი და ნახევრად ღია ჩაცმულობა ჯოლის ვიზუალს ერთიორად ამშვენებდა.

კომპანიონობა ვარსკვლავს მისი ახალი ფილმის „თავდაპირველად მათ მამაჩემი მოკლეს“ თანაავტორმა, ლოუნგ ონგმა გაუწია.

საკვანძო სიტყვები