ტეილორ სვიფტმა თავისი თაყვანისმცემლებისთვის სოციალური ქსელი შექმნა

ტეილორ სვიფტმა თავისი თაყვანისმცემლებისთვის სოციალური ქსელი შექმნა
Hi Tech /შოუბიზნესი / ოქტომბერი 12, 2017

ტეილორ სვიფტმა სპეციალურად თავისი თაყვანისმცემლებისთვის სოციალური ქსელი შექმნა. სიახლე მობილურ აპლიკაციას წარმოადგენს, რომელიც ქსელის ფუნქციასაც შეითავსებს და მისით სარგებლობა ვარსკვლავის მსმენელებს შეეძლებათ.

სვიფტს ამ იდეის განხორციელებაში კომპანია  Glu Mobile დაეხმარა, რომელსაც კიმ კარდაშიანისა და მისი დების მობილურის თამაშები ეკუთვნის.

ტეილორის სიახლეს Swift Life ერქმევა და მისი საშუალებით თაყვანისმცემლები საყვარელი მომღერლის შესახებ ექსკლუზიურ მასალებს გაეცნობიან. ამასთან, მათ თავად მომღერალთან კონტაქტიც შეეძლებათ, რომელიც მსმენელთან კონტაქტზე პერიოდულად გავა.

აპლიკაცია, ბუნებრივია, ფასიანი იქნება და მისი გადმოტვირთვა შესაძლებელი წლის ბოლოსთვის იქნება.

საკვანძო სიტყვები