ტეილორ სვიფტისა და კამილა კაბეიოს ტრიუმფი American Music Awards-ზე და დრეიკის ფიასკო

ტეილორ სვიფტისა და კამილა კაბეიოს ტრიუმფი American Music Awards-ზე და დრეიკის ფიასკო
შოუბიზნესი / ოქტომბერი 10, 2018

რამდენიმე საათის წინ, ლოს-ანჯელესში Ameriacan Music Awards გაიმართა.

საღამოს ტრიუმფატორები ტეილორ სვიფტი და კამილა კაბეიო გახდნენ, რომელთაც 4-4 ჯილდო მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ქარდი ბი, რომელიც საღამოს ფავორიტი 8 ნომინაციით იყო  გამარჯვებულად მხოლოდ 3-ში დასახელდა, დრეიკი კი, რომელიც ასევე 8 ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძოდა, ჯილდოს გარეშე დარჩა.

 

View this post on Instagram

 

Congrats to @iamcardib on your THREE #AMAs wins tonight!

A post shared by American Music Awards (@amas) on

,,საყვარელ სოულ/რიტმ-ენდ-ბლუზ ალბომად” XXXTentacion-ის 17 დასახელდა. ჯილდო 20 წლის ასაკში მოკლული რეპერის დედამ, კლეოპატრა ბერნარდმა მიიღო.

გამარჯვებულთა სრული სია ასეთია:

წლის შემსრულებელი – ტეილორ სვიფტი

წლის ახალი შემსრულებელი – კამილა კაბეიო

წლის კოლაბორაცია – Havana, კამილა კაბეიო და Young Thug

წლის ვიდეო – Havana, კამილა კაბეიო და Young Thug

წლის ტურნე – ტეილორ სვიფტი, Taylor Swift’s Reputation Stadium Tour

საყვარელი სოციალური შემსრულებელი – BTS

საყვარელი საუნდტრეკი – ,,შავი პანტერა”

საყვარელი პოპ/როკ მამაკაცი შემსრულებელი  – Post Malone

საყვარელი პოპ/როკ ქალი შემსრულებელი  – ტეილორ სვიფტი

საყვარელი პოპ/როკ დუეტი ან ჯგუფი – Migos

საყვარელი პოპ/როკ ალბომი – reputation, ტეილორ სვიფტი

საყვარელი პოპ/როკ სიმღერა – Havana, კამილა კაბეიო და Young Thug

საყვარელი ქანთრი მამაკაცი შემსრულებელი – ქეინ ბრაუნი

საყვარელი ქანთრი ქალი შემსრულებელი – კერი ანდერვუდი

საყვარელი ქანთრი დუეტი ან ჯგუფი – Florida Georgia Line

საყვარელი ქანთრი ალბომი – Kane Brown, ქეინ ბრაუნი

საყვარელი ქანთრი სიმღერა – Heaven, ქეინ ბრაუნი

საყვარელი რეპ/ჰიპ-ჰოპ ქალი შემსრულებელი – ქარდი ბი

საყვარელი რეპ/ჰიპ-ჰოპ ალბომი – Beerbongs & Bentleys, Post Malone

საყვარელი რეპ/ჰიპ-ჰოპ სიმღერა – Bodak Yellow (Money Moves), ქარდი ბი

საყვარელი სოულ/რიტმ-ენდ-ბლუზ მამაკაცი შემსრულებელი – Khalid

საყვარელი სოულ/რიტმ-ენდ-ბლუზ ქალი შემსრულებელი – რიანა

საყვარელი სოულ/რიტმ-ენდ-ბლუზ სიმღერა – Finesse, ბრუნო მარსი და ქარდი ბი

საყვარელი ალტერნატიული როკ შემსრულებელი – Panic! at the Disco

საყვარელი Adult Contemporary შემსრულებელი –  შონ მენდესი

საყვარელი Contemporary Inspirational შემსრულებელი – ლორენ დიგლი

საყვარელი ლათინოამერიკელი შემსრულებელი  დედი იანკი

საყვარელი ელექტრონული საცეკვაო მუსიკის შემსრულებელი – Marshmello

 

View this post on Instagram

 

Congrats to all of the 2018 #AMAs winners!

A post shared by American Music Awards (@amas) on

შეგახსენებთ, რომ ,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოების” გამარჯვებულებს ხმის მიცემით ხალხი ავლენს. ცერემონიალი წელს 46-ედ ჩატარდა.

საკვანძო სიტყვები