„თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი“ ამერიკული კინოგაქირავების ლიდერია

„თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი“ ამერიკული კინოგაქირავების ლიდერია
შოუბიზნესი / თებერვალი 13, 2018

გასული უქმეების მონაცემებით, ეროტიკული დრამა „თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი“ ამერიკული კინოგაქირავების ლიდერი გახდა. ფილმმა 38,8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. რაც შეეხება საერთაშორისო გაქირავებას, მან უკვე მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

კვირის რეიტინგული ფილმების სამეულში „პარიზის მატარებელი“ და „ჯუმანჯი“ იმყოფებიან, ამ უკანასკნელის მოგება სულ მალე 900 მილიონ დოლარს გადააჭარბებს, რაც სტუდია Sony Pictures-სთვის სასიამოვნო მოულოდნელობაა.