სუპერმენი, შესაძლოა, ჯეიმს ბონდი გახდეს

სუპერმენი, შესაძლოა, ჯეიმს ბონდი გახდეს
შოუბიზნესი / სექტემბერი 25, 2018
ბრიტანელ მსახიობ, ჰენრი კავილს ჯეიმს ბონდის როლზე მოიაზრებენ.

35 წლის ვარსკვლავი, რომელიც DC-კომიქსების მიხედვით გადაღებულ ფილმებში სუპერმენის როლს აღარ ითამაშებს, ფიქრობს, რომ ბონდი არაჩვეულებრივი როლია.

,,ის ბრიტანელია და დახვეწილი. ვფიქრობ, ფილმში ,,შეუსრულებელი მისია: მემკვიდრეობა” შესრულებული როლის შემდეგ, ბონდისთვის მზად ვარ,” – აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში კავილმა.

აღსანიშნავია, რომ ბუქმეიკერები უკვე დიდი ხანია ფსონებს აკეთებენ, თუ ვინ იქნება შემდეგი ჯეიმს ბონდი.

მთავარ ფავორიტად ამ დრომდე ტომ ჰიდლსტონი რჩება, სავარაუდო შემცვლელებს შორის კი იდრის ელბა და ტომ ჰარდიც სახელდებიან.

 

შეგახსენებთ, რომ „ბონდიანას” მორიგ სერიაში დენიელ კრეიგი აგენტი 007-ს როლს უკანასკნელად მოირგებს.