სუპერბოული 2018: ჯასტინ ტიმბერლეიკის დაბრუნება და პინკის მოულოდნელი დაუდევრობა (ვიდეო/ფოტო)

სუპერბოული 2018: ჯასტინ ტიმბერლეიკის დაბრუნება და პინკის მოულოდნელი დაუდევრობა (ვიდეო/ფოტო)
შოუბიზნესი / თებერვალი 5, 2018

4 თებერვალს, მინეაპოლისში წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება – სუპებოული გაიხსნა. ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატს არამარტო ამერიკული ფეხბურთის თაყვანისმცემლები, არამედ მელომანებიც სულმოუთქმელად ელოდებიან. რადგან, მასზე ა კლასის ვარსკვლავები ყოველწლიურად დაუვიწყარ შოუს მართავენ.

წელს, ეროვნული ჰიმნის შესრულების პატივი წილად პინკს ხვდა, რომელიც სტადიონზე მეუღლესთან და უფროს ქალიშვილთან ერთად მივიდა. მომღერალს მცირე დაუდევრობაც მოუვიდა: სიმღერის დაწყებამდე, როდესაც მისი მისამართით უამრავი კამერა იყო მიმართული, მან მოულოდნელად საღეჭი რეზინი პირიდან გამოიღო და ჰიმნის შესრულება სწორედ შემდეგ დაიწყო.

შოუ მუსიკალურად ჯასტინ ტიმბერლეიკმა გააფორმა, რომელმაც სუპერბოულზე გამოსვლა რამდენიმე თვის წინ დააანონსა. ვარსკვლავმა საკუთარი და ცნობილი ჰიტების 14 წუთიანი პოპური შეასრულა და ბოლოს უამრავ თაყვანისმცემელთან ერთად სამახსოვრო სელფი გადაიღო.