სტივენ მოფეტმა დაადასტურა, რომ „შერლოკი“ მეხუთე სეზონით გაგრძელდება

სტივენ მოფეტმა დაადასტურა, რომ „შერლოკი“ მეხუთე სეზონით გაგრძელდება
შოუბიზნესი / დეკემბერი 7, 2017

სცენარისტმა სტივენ მოფეტმა სერიალ „შერლოკის“ თაყვანისმცემლებს პროექტის გაგრძელების იმედი მისცა.

ცოტა ხნის წინ მოფეტმა მუშაობა დაასრულა სერიალზე „ექიმი ვინ“. კითხვაზე, აპირებს თუ არა ის „შერლოკზე“ მუშაობის განახლებას, სტივენმა უპასუხა, რომ ამ საქმეს სიამოვნებით მოკიდებდა ხელს, თუმცა ეს ყველაფერი არც ისე ახლო მომავალშია. „იმედი მაქვს, რომ სერიალი ყოველთვის წარმატებული იქნება. შერლოკსა და უოტსონს ასაკობრივი ზღვარი არ აქვთ, ამიტომ ისინი შეიძლება 60 ან 70 წლისებიც დაბრუნდნენ“, – განაცხადა მოფეტმა.

საკვანძო სიტყვები