სტივენ კინგის „ბნელი კოშკის“ მიხედვით სერიალს გადაიღებენ

სტივენ კინგის „ბნელი კოშკის“ მიხედვით სერიალს გადაიღებენ
შოუბიზნესი / ოქტომბერი 24, 2017

მიუხედავად იმისა, რომ სტივენ კინგის რომანის „ბნელი კოშკის“ ეკრანიზაცია კინოგაქირავებაში ჩავარდა, ცნობილი ხდება, რომ ნაწარმოების მიხედვით სერიალს გადაიღებენ. ამის შესახებ თავად კინგისგან გახდა ცნობილი, რომელმაც დააკონკრეტა, რომ სერიალი ფილმთან კავშირში არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ ფილმი სტუდია „სონიმ“ მიმდინარე წლის აგვისტოში წარმოადგინა. მტავარ როლებს მასში იდრის ელბა და მეთიუ მაკკონაჰი ასრულებდნენ. 60 მილიონიანი ბიუჯეტით ფილმმა მხოლოდ 110 დოლარი გამოიმუშავა.