სტივ ვოზნიაკი „ფეისბუქს“ ბოიკოტს უცხადებს

სტივ ვოზნიაკი „ფეისბუქს“ ბოიკოტს უცხადებს
Hi Tech /საინტერესო / აპრილი 10, 2018

Apple-ის თანადამაარსებელმა, სტივ ვოზნიაკმა განაცხადა, რომ „ფეისბუქიდან“ მიდის. მისი თქმით, სოციალურ ქსელი პატივს არ სცემს თავისი მომხმარებლების უფლებებს, ეს კი მისთვის სრულიად მიუღებელია.

„ადამიანები „ფეისბუქს“ თავისი ცხოვრების ყველა დეტალს ანდობენ… ის კი ამ ნდობით გამოიმუშავებს. ეს შემოსავალი მთლიანად დამოკიდებულია მომხმარებლების პირად ინფორმაციაზე, საპასუხოდ კი ისინი ვერაფერს იღებენ“, – განაცხადა ვოზნიაკმა.

მან პარალელი გაავლო Apple-თან და განაცხადა, რომ ცუკერბერგის კომპანიისგან განსხვავებით, მისი კომპანია ფულს პროდუქციით და არა მომხმარებლებით შოულობს.