სტენლი ტუჩი მამა მეხუთედ გახდა

სტენლი ტუჩი მამა მეხუთედ გახდა
შოუბიზნესი / ივნისი 13, 2018

ფილმების, „შიმშილის თამაშებისა“ და „ეშმაკი ატარებს „პრადას“ ვარსკვლავი, სტენლი ტუჩი და მისი მეუღლე, ფელისიტი ბლანტი მეორედ გახდნენ მშობლები. წყვილს გოგონა შეეძინა.

ვარსკვლავურ ოჯახში მატების შესახებ პირველად ჟურნალმა People დაწერა.

შეგახსენებთ, რომ წყვილის რომანი 2010 წელს დაიწყო ფილმით „ეშმაკი ატარებს „პრადას“, სადაც სტენლის თავისი უფროსი და ემილი ბლანტმა გააცნო, რომელიც ფილმში ასევე ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. 2012 წელს ისინი დაქორწინდნენ, 2015 წელს კი ვაჟიშვილი შეეძინათ.

პირველი ქორწინებიდან ტუჩის სამი შვილი ჰყავს.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები