Spice Girls მსოფლიო ტურნეში გაემგზავრება

Spice Girls მსოფლიო ტურნეში გაემგზავრება
შოუბიზნესი / თებერვალი 8, 2018

Spice Girls მსოფლიო ტურნეში გაემგზავრება. არსებული ინფორმაციის თანახმად, ვიქტორია ბექჰემი, ემა ბანტონი, ჯერი ჰოლიუელი, მელანი ბრაუნი და მელანი ჩიზჰოლი კონცერტენს ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში გამართავენ.

გასულ კვირას გოგონები ყოფილ მენეჯერს, საიმონ ფულერს შეხვდნენ და სამოქმედო გეგმა შეადგინეს. მიზანი სწორედ აღნიშნული ტურნეა, რომელიც სტარტს ზაფხულის ბოლოს აიღებს.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფი ახალი მასალის შექმნას არ აპირებს.