„სოპრანოს კლანის“ მიხედვით ფილმს გადაიღებენ

„სოპრანოს კლანის“ მიხედვით ფილმს გადაიღებენ
შოუბიზნესი / მარტი 13, 2018

საკულტო სერიალი „სოპრანოს კლანი“ ფილმის სახით გაგრძელდება. ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

სიუჟეტი ტონი სოპრანოს მამის გარშემო განვითარდება და მისი გადაღების უფლება კინოკომპანია New Line Cinema-მ მოიპოვა. ფილმის გადაღებაში მონაწილეობას ასევე ტელეარხი  HBO მიიღებს, რომელთან ერთადაც 1999-2007 წლებში სერიალის ექვსი სეზონი გადაიღეს. პროექტის სახელწოდება კი „ნიუარკის წმინდანები“ იქნება.

ფილმში მოქმედება 60-იანი წლების ნიუარკში განვითარდება, მთავარი თემა კი აფროამერიკელი და იტალიელი განგსტერების დაპირისპირება გახდება.

საკვანძო სიტყვები