სოციალურ ქსელში Xiaomi-ის ახალი სმარტფონის ფოტოები გავრცელდა

სოციალურ ქსელში Xiaomi-ის ახალი სმარტფონის ფოტოები გავრცელდა
Hi Tech / მარტი 20, 2017

სოციალურ ქსელში – Weibo გავრცელდა ჩინური კომპანიის Xiaomi-ის ახალი ფლაგმანის ფოტოები. Mi6, როგორც ჩანს, გლუვკიდეებიანი სხეულით იქნება წარმოდგენილი. მოდელმა მიიღო ორმაგი კამერა, დაქტილოსკოპი და Home ღილაკი წინა მხარეს.

ჩინური წარმომავლობის კომპანია მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს დაბალ ფასსა და მაღალ ხარისხს. კომპანიას შემუშავებული აქვს საავტორო სამომხმარებლო ინტერფეისი, რომელიც ყველა სხვა მწარმოებლის ინტერფეისისგან განსხვავდება.

შეგახსენებთ, რომ Mi6 აღჭურვილია მეტალის კორპუსითა და 5.2 ინჩიანი დისფლეით. მოდელი გამოვა რამდენიმე პროცესორის ვარიანტით: Snapdragon 821, Helio X30 და ასევე Snapdragon 835-ით. პროცესორის ტიპის მიხედვით, განსხვავებული იქნება გაჯეტების ფასები. ოპერატიული მეხსიერება 4/6/8 GB-ებით განისაზღვრა, ხოლო შიდა მეხსიერება 32/128/256 GB-ებით იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება კამერას, სმარტფონი აღჭურვილი იქნება საკმაოდ მძლავრი კამერით და როგორც ინსაიდერები აცხადებენ, იგი არ ჩამოუვარდება Sony Xperia XZ Premium-ს.

მინიმალური ფასი, სავარაუდოდ Mediatek-ის პროცესორით წარმოდგენილი ვარიანტისთვის 289 დოლარით განისაზღვრება, საშუალო ფასი 332 დოლარი და მაქსიმალური ფასი 419 დოლარი იქნება.

ოფიციალური პრეზენტაცია 16 აპრილს შედგება.