სნუპ დოგმა დონალდ ტრამპს აგინა – ლეგენდარულმა რეპერმა თეთრ სახლთან მარიხუანა მოწია (ვიდეო)

სნუპ დოგმა დონალდ ტრამპს აგინა – ლეგენდარულმა რეპერმა თეთრ სახლთან მარიხუანა მოწია (ვიდეო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 9, 2018

სნუპ დოგი, რომელიც ცნობილია თავისი ექსცენტრიული გამოსვლებით, ,,ინსტაგრამზე” ახალი ვიდეოების სერიას “ეს უნდა გამეკეთებინა” აქვეყნებს.

ვიდეოებში, ლეგენდარული რეპერი თეთრ სახლთან არის გადაღებული და მარიხუანას ეწევა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა 47 წლის ვარსკვლავი ქსელში მსგავსი შინაარსის პოსტებს დებს, თუმცა ინტერნეტმომხმარებლების ყურადღება ამჯერად იმ ფაქტზეც გამახვილდა, რომ მან დონალდ ტრამპს აგინა.

თავდაპირველ ვიდეოში, ამერიკელი არტისტი 28,502,514 ,,ფოლოუერს” მიმართავს და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს ვიდეო 3 წუთში 20 ათას ,,ლაიქს” დააგროვებს, ის თეთრ სახლთან მივა და კანაფს მოწევს.

 

View this post on Instagram

 

Should I do it ?? White 🏠

A post shared by snoopdogg (@snoopdogg) on

ბუნებრივია, სნუპი თაყვანისმცემლებმა მალევე წააქეზეს, შედეგად კი ის ვაშინგტონის ცენტრისკენ გაემართა, შენობის წინ მდებარე პარკში მოკალათდა, მარიხუანას მოუკიდა და, უკვე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა, ამერიკის ამჟამინდელ პრეზიდენტს შეაგინა.

 

View this post on Instagram

 

I had 2 do it pt 3

A post shared by snoopdogg (@snoopdogg) on

სახლში დაბრუნებულმა შემსრულებელმა გამომწერებს სახალისო ვიდეოც გაუზიარა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას ეს უნდა გაეკეთებინა.

 

View this post on Instagram

 

Back from the White House 🏡

A post shared by snoopdogg (@snoopdogg) on

შეგახსენებთ, რომ სნუპ დოგი, ისევე როგორც სხვა ბევრი ცნობილი სახე, დონალდ ტრამპის პოლიტიკას პროტესტს უცხადებს.

საკვანძო სიტყვები