სმარტფონი, რომელსაც 4 კამერა აქვს

სმარტფონი, რომელსაც 4 კამერა აქვს
Hi Tech / ოქტომბერი 13, 2017

კომპანიამ  ZTE ახალი სმარტფონი Nubia Z17S წარმოადგინა. სიახლეს ორი ორმაგი კამერა და 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება აქვს.

რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს, მას 5,73 დიუიმიანი დისპლეი აქვს, რომელიც Corning Gorilla Glass-ის მინით არის დაფარული. კორპუსი ალუმინისგან არის დამზადებული. უკანა პანელს კი სამგანზომილებიანი ეფექტი აქვს.

ძირითად კამერები 12 და 23 მეგაპიქსელიანია, წინა ორმაგმა კამერებმა კი 5-5 მეგაპიქსელი მიიღეს.

ფასის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

საკვანძო სიტყვები