„სკოლაში მამაზე ხშირად უთქვმთ, ბაბუა მოვიდაო“ – მაიკლ დუგლასის შვილი ბულინგის მსხვერპლია

„სკოლაში მამაზე ხშირად უთქვმთ, ბაბუა მოვიდაო“ – მაიკლ დუგლასის შვილი ბულინგის მსხვერპლია
შოუბიზნესი / აგვისტო 3, 2018

ქეთრინ ზეტა-ჯონსი ქალიშვილთან ერთად ჟურნალ Town & Country-ის სექტემბრის ნომრის გმირი ხდება. დედა-შვილი პოპულარული გამოცემისთვის ერთად პოზირებენ. მკითხველი ახალ ნომერში 15 წლის კერის დუგლასის ინტერვიუსაც წაიკითხავს. მაიკლ დუგლასის და ქეთრინ ზეტა-ჯონსის ქალიშვილი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში გულახდილად საუბრობს პოპულარობის უარყოფით მხარეებზე და ასევე ბულინგზე, რომლის მსხვერპლიც ის სკოლაში გახდა.

კერისის მტკიცებით, თანაკლასელები მას დედ-მამას შორის ასაკობრივი სხვაობის გამო ხშირად დასცინოდნენ. 73 წლის მაიკლ დუგლასსა და 48 წლის ქეთრინ ზეტა-ჯონსს შორის ასაკობრივი სხვაობა 25 წელია: „სკოლაში მამაზე ხშირად უთქვმთ, ბაბუა მოვიდაო“, – იხსენებს კერისი. (ფოტოები)