სკარლეტ იოჰანსონს რომანი ცნობილ შეფ-მზარეულთან აქვს (ფოტო)

სკარლეტ იოჰანსონს რომანი ცნობილ შეფ-მზარეულთან აქვს (ფოტო)
შოუბიზნესი / ოქტომბერი 20, 2017

ამ დღეებში სკარლეტ იოჰანსონი და ცნობილი შეფ-მზარეული ბობი ფლეიემი მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში დააფიქსირეს. პაპარაცებმა ისინი მაშინ გადაიღეს, როდესაც რესტორნიდან გამოდიოდნენ. ბუნებრივია, გაჩნდა ჭორები, რომ წყვილს რომანი აქვს, თუმცა ამ თემაზე, რა თქმა უნდა, ორივე მათგანი დუმს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე სკარლეტს რომანი ტელეწამყვან კოლინ ჟოსტთან ჰქონდა.