სკარლეტ იოჰანსონმა თავისი ორეული საკუთარი ფილმის პრემიერაზე დაპატიჟა

სკარლეტ იოჰანსონმა თავისი ორეული საკუთარი ფილმის პრემიერაზე დაპატიჟა
შოუბიზნესი / აპრილი 28, 2017

საიტ Reddit-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა ბებიის ფოტო განათავსა, სადაც ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი არიან გამოსახულები. მისი თქმით, ფოტოზე მისი ბებია 22 წლის არის და ის ძალიან ჰგავს სკარლეტ იოჰანსონს.

ფოტო მალევე მოედო სულიად ინტერნეტს და მივიდა მთავარ ადრესატამდე, თავად მსახიობამდე. სკარლეტმა ჩაწერა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ გაოცებულია მსგავსებით და თავის ორეულთან პირისპირ შეხვედრა სურს.

72 წლის ჯერალდინა და მისი 25 წლის შვილიშვილი სკარლეტმა თავისი ახალი ფილმის პრემიერაზე, შემდეგ კი ბარში დასალევად დაპატიჟა.

მოგვიანებით, ახალგაზრდამ ბებიის ამჟამინდელი ფოტო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ სწორედ ასეი იქნება სკარლეტი წლების შემდეგ.

ბუნებრივია, ბებია და შვილიშვილი ვარსკვლავის მიპატიჟებას დათანხმდნენ.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები