„სიმპსონებმა“ „სამეფო კარის თამაშების“ პაროდია გააკეთეს (ვიდეო)

„სიმპსონებმა“ „სამეფო კარის თამაშების“ პაროდია გააკეთეს (ვიდეო)
შოუბიზნესი / ოქტომბერი 4, 2017

თავისი არსებობის მანძილზე, სერიალმა „სიმპსონები“ უამრავი ადამიანისა და ფილმის პაროდია წარმოადგინა. ჯერი „სამეფო კარის თამაშებზეც“ მიდგა. ბოლო წლების ერთ-ერთმა ყველაზე პოპუალრულმა სერიალმა „სიმპსონების“ ყურადღება მიიქცია.

29-ე სეზონის პირველი სერია სწორედ აღნიშნულ პროექტს ეძღვნება და მისი სახელწოდება „სერფსონებია“. მასში შესაძლებელია HBO-ს ცნობილი შოუდან ბევრი გზავნილის ამოკითხვა – დრაკონის, უთავო ადამიანების, ყვავების და ა.შ.

ცნობილი სლოგანი „ზამთარი მოახლოვდა“ კი წინადადებით „სიმპსონები მოახლოვდნენ“ შეცვალეს.

პოპულარული სიახლეები