სიენა მილერი საქველმოქმედო მისიით ნიგერიას ესტუმრა

სიენა მილერი საქველმოქმედო მისიით ნიგერიას ესტუმრა
შოუბიზნესი / თებერვალი 1, 2018

ჰოლივუდის მსახიობი სიენა მილერი ნიგერიაში, ტერორისტების თავდასხმის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ესტუმრა. ვარსკვლავმა მათ ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა და რამდენიმე მათგანს გაესაუბრა.

„ძალიან მინდოდა, რომ ამ პროცესში ჩართული მეც ვყოფილიყავი. ეს ხალხი საკმაოდ რთულ სიტუაციებში მუშაობს, იზინი ზრუნავენ სხვისი სიცოცხლის გადარჩენაზე,  ჩუქნიან იმედს, თუმცა თავადაც საჭიროებენ დახმარებას“, – განაცხადა სიენამ.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს მილერმა პირადი გარდერობიდან ინტერნეტ-აუქციონი მოაწყო, საიდანაც შემოსული თანხა საერთაშორისო სამედიცინო კორპუსის დასახმარებელ ფონდში გადაირიცხა.

„პირველად ამ კორპუსის შესახებ სამი წლის წინ გავიგე. მახსოვს, როგორ ძშევეჯახე მოულოდნელ და საშინელ სტატისტიკას, რამაც ფაქტობრივად, ჩემი ცნობიერება შეცვალა: კონგოში ყოველ რვა წუთში ქალები ძალადობის მსხვერპლი ხდებიან. ამ ამბავმა გამაგიჟა. არამარტო იმიტომ, რომ ძალადობა- საშინელებაა, არამედ იმიტომაც, რომ სრულებით არ ვიცოდი იმ სამყაროზე, სადაც ვცხოვრობ. საერთაშორისო სამედიცინო კორპუსი კი ამ საშინელებასთან საბრძოლველი ერთ-ერთი იარაღია“, – განაცხადა მილერმა 2011 წელს.

საკვანძო სიტყვები