“შურისმაძიებლებმა” “ტიტანიკი” ჩაძირეს

“შურისმაძიებლებმა” “ტიტანიკი” ჩაძირეს
შოუბიზნესი / ივნისი 18, 2018

ფილმის „შურისმაძიებლები 3: უსასრულობის ომი“ საშინაო მოგებამ 660 მილიონ დოლარს გადააჭარბა.  ამ გზით კი, სტუდია Marvel-ის პროექტმა უკან ჩამოიტოვა ისტორიული დრამა „ტიტანიკი“, რომელიც 20 წლის მანძილზე 659 მილიონით პირველ ადგილზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ „შურისმაძიებლები 3: უსასრულობის ომი“ მეოთხე ფილმია კინოს ისტორიაა, რომელმაც 2 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. ამას ისიც ემატება, რომ ჩინეთში კინოგაქირავებაში ის ივლისამდე გააგრძელეს, რაც ამ თანხას კიდევ გაზრდის.

ფილმის მეოთხე ნაწილი 2019 წლის მაისში გამოვა.