“შურისმაძიებლებმა” ჩინურ კინოგაქირავებაში 200 მილიონი დოლარი მოაგროვეს

“შურისმაძიებლებმა” ჩინურ კინოგაქირავებაში 200 მილიონი დოლარი მოაგროვეს
შოუბიზნესი / მაისი 15, 2018

„შურისმაძიებლების“ მესამე ნაწილმა ჩინურ კინოგაქირავებაში შთამბეჭდავი სტარტი აჩვენა. როგორც გამოცემა Deadline წერს, საპრემიერო უქმეებზე ადგილობრივ ბაზარზე ფილმის მოგებამ 200 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლის წყალობით კი, პროექტის საერთაშორისო ფინანასურმა მაჩვენებლმა მილიარდიან ზღვარს გადააბიჯა.

ამ გზით კი, ფილმის ეს ნაწილი Marvel-ის ყველაზე შემოსავლიანი პროექტი გახდა. რაც შეეხება ყველა დროის ყველაზე მომგებიან ფილმებს, „შურისმაძიებლები“ მხოლოდ მე-5 პოზიციაზე იმყოფებიან,. თუმცა დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში ის მოთხე ადგილზე გადაინაცვლებს და „იურული პერიოდის სამყაროს“ ადგილს დაიკავებს.

საკვანძო სიტყვები