„შურისმაძიებლები 3“-მა 2 მილიარდიან ნიშნულს გადააბიჯა

„შურისმაძიებლები 3“-მა 2 მილიარდიან ნიშნულს გადააბიჯა
შოუბიზნესი / ივნისი 13, 2018

სტუდია Marvel მორიგ მიღწევას ზეიმობს: ფილმმა „შურისმაძიებლები 3: უსასრულობის ომი“ ოფიციალურად გადალახა 2 მილიარდიანი ნიშნული. აქამდე მსგავსი მიღწევა მხოლოდ რამდენიმე ფილმის ანგარიშზე ფიქსირდება: „ავატარის“, „ტიტანიკისა“ და „ვარსკვლავური ომები: ძალების გამოღვიძების“.

იმ ფაქტის გათვალისწინებით კი, რომ ფილმის კინოგაქირავება ჩინეთში კიდევ ერთი თვით გაგრძელდება, შესაძლოა, Marvel-ის კინოჰიტი საუკეთესო სამეულში განთავსდეს, რომელზეც ამჟამად „ვარსკვლავური ომები“ იმყოფება. ამ პოზიციამდე მას 67 მილიონი დოლარი აშორებს.

 

 

პოპულარული სიახლეები