შოკისმომგვრელი ფაქტები Apple-ის შესახებ: რა იმალება მოდური ფასადის მიღმა

შოკისმომგვრელი ფაქტები Apple-ის შესახებ: რა იმალება მოდური ფასადის მიღმა
საინტერესო / იანვარი 16, 2018

1980 წელს დაარსებული კომპანია  Apple დღესდღეობით თანამედროვე ტექნოლოგიების ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი გიგანტია. ბრენდის თაყვანისმცემლებისთვის კი მისი ნაწარმის შეძენა ერთი დიდი სიამოვნებაა. თუმცა, ისევე, როგორც ბევრ სხვა მსხვილ კომპანიას, Apple-საც აქვს საიდუმლობები, ხშირად კი იმდენად ბნელი, რომ მათი გამჟღავნებით თაყვანისმცემელთა მთელი არმია შესაძლოა, მკვეთრად შეცოტავდეს.

 

მონური შრომა

სამწუხაროდ, მონური შრომა დღესდღეობითაც არსებობს და კორპორაცია მის გამოყენებაზე უარს არ ამბობს. ჩინურ ქარხნებში ადამიანები იძულებულები არიან, გაუსაძლის პირობებში იმუშაონ. გასულ წელს, დამოუკიდებელმა კომპანიამ China Labor Watch-მა გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის თანამხადაც,  Apple-ის ქარხანაში მორიგეობის შემდეგ, 19-მა ადამიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა

Apple სერიოზულად უდგება საიდუმლო პროექტების უსაფრთხოების საკითხს. კომპანიას აქვს „საიდუმლო პოლიციის“ სპეციალური ქვეგანყოფილება, რომლის წარმომადგენლებიც იმ ადამიანების თვალთვალს აწარმოებენ, რომლებიც ახალი თაობის სმარტფონებზე მუშაობენ. iPhone X-ის გამოსვლის წინ, ერთ-ერთმა მათგანმა Apple-ის სპეცნაზი მის სახლში შეჭრაში დაადანააშულა. როგორც ჩანს, ის პროტოტიპების ქურდობაში იყო ეჭვმიტანილი. პრეს-სამსახურს ამ ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

 

გადასახადების დაფარვა

ისეთი მსხვილი კორპორაციაც კი, როგორიც არის Apple, შემოსავალს იმ მიზნით მალავს, რომ გადასახადებს თავი აარიდოს. ისინი უამრავ ბიუროკრატიულ დეტალს იყენებენ, რომლის უმეტესობაც ბიზნეს-ეთიკისგან ძალიან შორს არის. 2017 წლის მონაცემებით, კომპანიის სახელმწიფოს ვალი 19 მილიარდ დოლარს შეადგენს.

 

პრობლემები ტექნიკასთან

მიუხედავად ხმამაღალი განცხადებებისა იმის შესახებ, რომ Apple-ის გაჯეტები იდეალურია, მის ტექნიკას მთელი რიგი პრობლემები აქვს. კომპანიის პროდუქტებს როგორც კონსტრუქციული, ასევე მწარმოებლური დეფექტები აქვს.

 

სისხლიანი გაჯეტები

წლების მანძილზე, Apple თავის ტექნიკაში მინერალ კოლუმბიტ-ტანტალიტს იყენებს, რომლის მოსაპოვებლად კონგოში შიდა “სისხლიანი ომები” იმართება. ირიბად, კორპორაცია ასეთ ომებს აფინანსებს და ყოველ ახალ iPhone-ში დაღუპული აფრიკელის სისხლის ნაწილი მოიაზრება.

 

პირადი მონაცემების გამოაშკარავება

Apple განსაკუთრებით მალავს საკუთარ საიდუმლოებს, თუმცა არ უფრთხილდება მომხმარებლების პირად ინფორმაციას. თუკი თქვენს გაჯეტში გეოლოკაციას არ გამორთავთ, ნებისმიერი თქვენი გადაადგილება კომპანიის სერვერზე გადაიცემა.

 

საკვანძო სიტყვები