შიშველმა კიმ კარდაშიანმა ბო დერეკის ლეგენდარული ფოტოსესია თავისებურად „გააცოცხლა“

შიშველმა კიმ კარდაშიანმა ბო დერეკის ლეგენდარული ფოტოსესია თავისებურად „გააცოცხლა“
შოუბიზნესი / იანვარი 31, 2018

ქსელში კიმ კარდაშიანის მორიგი ფოტოები გავრცელდა, რომლების მალიბუს სანაპიროზე არის გადაღებული და რომლებზეც სკანდალური ქალბატონი წელს ზემოთ შიშველი პოზირებს. 37 წლის რეალითი ვარსკვლავმა 1979 წლის, ბო დერეკის ლეგენდარული ფოტოსესიის გაცოცხლება გადაწყვიტა, თუმცა, რა თქმა უნდა, თავისებურად.

ფოტოებზე ჩანს, როგორ ცდილობს ის დამხმარეების საშუალებით მიიღოს სასურველი პოზიცია, რათა ფოტოები მიმზიდველი გამოვიდეს. აქცენტი კი, როგორც ყოველთვის მის  საჯდომზე კეთდება, რომელიც კიმის ერთ-ერთ მთავარ სიამაყეს წარმოადგენს. აღსანიშნავია დრედებიც, რომლებიც მისის უესტმა ბოლო პერიოდში გაიკეთა. თაყვანისმცემლების ნაწილის აზრით, ის ზედმეტია, თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ სიახლე არასოდეს არის ცუდი.

აღნიშნული ფოტოების გამოქვეყნებამდე კიმმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ფოტოსესია გააზიარა, რომლებზეც ის ასევე შიშველი პოზირებს.

საკვანძო სიტყვები