შეყვარებული ლეონარდო დიკაპრიო და კამილა მორონე გრძნობებს არ მალავდნენ

შეყვარებული ლეონარდო დიკაპრიო და კამილა მორონე გრძნობებს არ მალავდნენ
შოუბიზნესი / აგვისტო 8, 2018

ლეონარდო დიკაპრიოსა და მისი რჩეულის კამილა მორონეს ევროპული არდადეგები იტალიაში დაიწყო და საფრანგეთში გაგრძელდა. წყვილი ერთ ადგილას არ ჩერდება და მაქსიმალურად ბევრის ნახვას ცდილობს დიკაპრიოს კუთვნილი იახტით. რამდენიმე დღის წინ შეყვარებულებმა კოსიკა დაათვარიელეს, მერე კი, სან-ტროპესკენ დაიძრნენ, სადაც ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები მოინახულეს და ღამის კლუბს ესტუმრნენ.

როგორც ჩანს, ლეოს და კამილას ოთხი თვის წინ დაწყებული ფლირტი საკმაოდ სერიოზულ რომანში გადადის, რადგან წყვილი არ ერიდება გრძნობების გამოვლენას. აგრძელებს თუ არა მოგზაურობას შეყვარებულებთან ერთად კამილას დედა ლუსილა სოლა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მსახიობის მდიდრულ ვილაზე გამოჩნდა – არავინ იცის. თუმცა, ლეო მის კომპანიაშიც საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს, მით უფრო, რომ კამილას მამინაცვალთან, ცნობილ მსახიობთან ალ პაჩინოსთან, დიდი ხანია წინ გამონახა საერთო ენა.

 

საკვანძო სიტყვები