შეუდარებელი ანჯელინა ჯოლი ახალი ფილმის პრემიერაზე (ფოტო)

შეუდარებელი ანჯელინა ჯოლი ახალი ფილმის პრემიერაზე (ფოტო)
შოუბიზნესი / ოქტომბერი 12, 2017

გუშინ, ჰოლივუდში ფრანგული ფილმის Faces Plaсes პრემიერა გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შორის ანჯელინა ჯოლისა და ჯენიფერ ლოურენსის ნახვაც იყო შესაძლებელი.

„მალეფისენტის“ ვარსკვლავი ღონისძიებაზე შავ გრძელ კაბაში გამოცხადდა, რომელზეც კრემისფერი მანტია ჰქონდა მოსხმული.

ლოურენსმა კი უპირატესობა უფრო თამამ კაბას მიანიჭა, ღრმა დეკოლტეთი.

თაყვანისმცემლებმა ორივე მათგანის ჩაცმულობა მოიწონეს და განაცხადეს, რომ მათი უზადო გემოვნება ნებისმიერ სტილს უხდება.

საკვანძო სიტყვები