„შერლოკის“ შემქმნელებმა სერიალის მომავალზე ისაუბრეს

„შერლოკის“ შემქმნელებმა სერიალის მომავალზე ისაუბრეს
შოუბიზნესი / თებერვალი 2, 2018

„შერლოკის“ შემქმნელებმა, სტივენ მოფატმა და მარკ გეიტისმა სერიალის მომავალზე ისაუბრეს.

როგორც მოფატმა აღნიშნა, უახლოეს მომავალში პროექტს პერსპექტივა არ აქვს, თუმცა არ გაუკვირდებოდა მომავალში სერიალით რომ დაკავებულიყო. მოფატმა დაამატა, რომ წარმოდგენა არ აქვს, როდის შეიძლება ეს მოხდეს.

„ამჟამად „დრაკულას“ ვიღებთ, რასაც მინიმუმ 2 წელი დასჭირდება. „შერლოკზე“ ფიქრი კი მხოლოდ ამის მერე შეიძლება“, – განაცხადა გეიტისმა.