„შერლოკის“ ავტორი მორიარტის მკვლელობის გადაწყვეტილებას ნანობს

„შერლოკის“ ავტორი მორიარტის მკვლელობის გადაწყვეტილებას ნანობს
შოუბიზნესი / ივნისი 19, 2017

„შერლოკის“ მე-5 სეზონის შესახებ კვლავ ბევრი არაფერია ცნობილი. თუმცა პროექტის ერთ-ერთმა შემქმნელმა, მარკ გეტისმა აღიარა, რომ მორიარტის მკვლელობა ნაადრევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილება იყო.

ენდრიუ სკოტის მიერ შესრულებული ბოროტმოქმედის როლი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინოა სერიალში და ის შერლოკ ჰოლმსის ყველაზე ღირსეული კონკურენტია. ოფიციალურად ის მეორე სეზონის ბოლოს გარდაიცვალა, თუმცა სერიალის მომდევნო სეზონებში ფლეშბეკის  სახით ხშირად ჩნდება. გეტისი კი აღიარებს, რომ მორიარტის მკვლელობა არ იყო საუკეთესო გამოსავალი.

„გააცოცხლებენ“ თუ არა სკოტის პერსონაჟს მე-5 სეზონში, ჯერ-ჯერობით უცნობია.