შერილ კოული და ლიამ პეინი ერთმანეთს დაშორდნენ

შერილ კოული და ლიამ პეინი ერთმანეთს დაშორდნენ
შოუბიზნესი / ივლისი 2, 2018

One Direction-ის ექს-სოლისტმა, ლიამ პეინმა და მომღერალმა შერილ კოულმა დაშორების შესახებ განაცხადეს. ასეთი შინაარსის განცხადება ორივე ვარსკვლავის სოციალურ ქსელში გამოჩნდა.

„გვიჭირს ამისი დაწერა, მაგრამ სხვადასხვა გზით წასვლა ვამჯობინეთ. ეს იყო რთული გადაწყვეტილება. ჩვენ ძველებურად გვიყვარს ერთმანეთი, ჩვენი ვაჟიშვილი კი ჩვენი სამყაროა. გთხოვთ, პატივი ეცით ამ გადაწყვეტილებას“.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის შერილისა და 25 წლის ლიამის რომანი X Factor-ის შოუზე 2010 წელს დაიწყო, სადაც ლიამი და მისი მომავალი კოლეგები პროექტის მონაწილეები, ხოლო კოული – მწვრთნელი იყო.

საკვანძო სიტყვები