შეხვდით ძველით ახალ წელს ”ლოპოტა სპა რეზორტზე”

შეხვდით ძველით ახალ წელს  ”ლოპოტა სპა რეზორტზე”
FM შოპინგი / იანვარი 12, 2017

“ლოპოტა სპა რეზორტი” სტუმრებს 13 იანვარს, ძველით ახალი წლის შესახვედრად ეპატიჯება.

როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას ”ლოპოტა სპა რეზორტის” მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა აღნიშნა, ძველით ახალი წლის ღამეს მისულ სტუმრებს უამრავი სიურპრიზი ელოდება.

”იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთან გადაწყვეტთ 13 იავარს დროის გატარებას, გარწმუნებთ, ეს დრე არასდროს დაგავიწყდებათ”, – აღნიშნა მენეჯერმა.

მისივე თქმით, კონცერტი 13 იანვარს, 22:00 საათზე დაიწყება, სტუმრების განწყობაზე იზრუნებს მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე.

გეტყვით იმასაც, რომ, სპეციალურად ამ დღისთვის, პატარებს ელოდებათ ”ჯადოსნური ოთახი”, რომელიც საზეიმოდ იქნება მორთული და მასში პატარებს თოვლის ბაბუა შეეგებება.

სასტუმროს ნომერში 13 იანვარს ღამის გატარება 125 დოლარია, ხოლო 6 წლამდე ბავშვებისთვის კვება და ნომერში განთავსება უფასოა.

”ლოპოტა სპა რეზორტი” ესაა პატარა სამოთხე, იდეალური ადგილი რელაქსაციისთვის, ოჯახთან ერთად დასვენებისთვის, ბიზნეს შეხვედრებისთვის, კორპორატიული, გასართობი და სპორტული ღონისძიებებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ”ლოპოტა სპა რეზორტი” თბილისიდან აღმოსავლეთით, თელავის რაიონში, სოფელ ნაფარეულში, მდებარეობს.

საკვანძო სიტყვები