„შავმა პანტერამ“ უკან „ბნელი რაინდი“ მოიტოვა

„შავმა პანტერამ“ უკან „ბნელი რაინდი“ მოიტოვა
შოუბიზნესი / მარტი 12, 2018

სტუდია Marvel-ის ახალმა ნამუშევარმა „შავმა პანტერამ“ გასულ უქმეებზე კონკურენტებს შანსი არ დაუტოვა: საშინაო კინოგაქირავება დამატებით 41 მილიონი დოლარით გაიზარდა.

უკანასკნელი მონაცემებით, პროექტმა 562 მილიონი გამოიმუშავა და უკან „ბნელი რაინდი“ მოიტოვა, რომლის საუკეთესო მაჩვენებელი 534 მილიონ დოლარს გაუტოლდა. შესაბამისად, ერთადერთი კომიქსი, რომელიც ახლა მასზე წინ იმყოფება – „შურისმაძიებლებია“ 623 მილიონით.

საკვანძო სიტყვები