„შავი პანტერა“ მოგებას განაგრძობს

„შავი პანტერა“ მოგებას განაგრძობს
შოუბიზნესი / თებერვალი 27, 2018

Marvel-ის კომიქსის, „შავი პანტერას“ მოგება გასულ უქმეებზე კვალვ გაიზარდა. როგორც გამოცემა Deadline წერს, ფილმმა 112 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრემიერიდან მეორე კვირაა მისი მოგება განუწყვეტლივ იზრდება.

აღსანიშნავია, რომ ეს Marvel-ის ერთ-ერთი საუკეთესო რეზულტატია. „შავ პანტერაზე“ წინ მხოლოდ „ვარსკვლავური ომები“ იმყოფება, რომელმაც ამავე პერიოდში 149 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.