შავ ქვრივს ცალკე ფილმს მიუძღვნიან

შავ ქვრივს ცალკე ფილმს მიუძღვნიან
შოუბიზნესი / იანვარი 11, 2018

სტუდია Marvel გეგმავს, რომ „შურისმაძიებლების“ ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს, შავ ქვრივს ცალკე ფილმი მიუძღვნას. როგორც გამოცემა Variety წერს, სცენარს პროექტისთვის ჟაკლინ შეფერი დაწერს.

ამ მომენტისთვის ფილმის დეტალები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. მათ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს სკარლეტ იოჰანსონთან, რომელიც აღნიშნული პერსონაჟის როლს ფილმის ექვს ნაწილში ასრულებს.