„შავ პანტერას“ „ავატარის“ ადგილის დაკავებას უწინასწარმეტყველებენ

„შავ პანტერას“ „ავატარის“ ადგილის დაკავებას უწინასწარმეტყველებენ
შოუბიზნესი / მარტი 2, 2018

სტუდია Marvel-ის „შავ პანტერას“ ყველა შანსი აქვს, რომ ჯეიმს კემერონის „ავატარის“ რეკორდი მოხსნას. ყოველ შემთხვევაში ამაზე მიანიშნებს მისი მოგების მონაცემები ამერიკულ კინოგაქირავებაში, რომელიც მესამე კვირაა წარმატებით იზრდება.

მოელიან, რომ „შავი პანტერა“ ჩრდილოეთ ამერიკაში მინიმუმ 75 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, რაც მას მსოფლიო რეიტინგის მეორე ადგილზე განათავსებს. პირველი „ვარსკვლავური ომების“ მე-7 ეპიზოდს ეკუთვნის, რომელმაც თავის დროზე სამ კვირაში 90,2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამ მომენტისთვის მეორე პოზიციას „ავატარი“ იკავებს 68,5 მილიონით.

ექსპერტები ირწმუნებიან, რომ „შავი პანტერის“ საშინაო კინოგაქირავების  მოგება სულ მალე 500 მილიონ დოლარს მიაღწევს, ხოლო მსოფლიო მასშტაბით კი ეს რიცხვი 900 მილიონამდეც გაიზრდება.

საკვანძო სიტყვები