შარლიზ ტერონმა და ალექსანდრ სკარსგარდმა რომანი აღადგინეს

შარლიზ ტერონმა და ალექსანდრ სკარსგარდმა რომანი აღადგინეს
შოუბიზნესი / ივნისი 14, 2018

42 წლის შარლიზ ტერონმა და 41 წლის ალექსანდრ სკარსგარდმა ურერთობა აღადგინეს. აღსანიშნავია, რომ მსახიობები საერთო ფილმზე „Flarsky“ მუშაობენ და რომანის აღდგენას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ.

შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთად 2012 წელს იყო, თუმცა რამდენიმე თვეში ერთმანეთს დაშორდნენ. ამჟამად კი, ინსაიდერების მტკიცებით, ერთმანეთისადმი გადამეტებული სიმპათიისა და ინტერესის გამო, ისინი ამ ყველაფრის დამალვასაც კი ვერ ახერხებენ და ეს ყველაფერი გარშემომყოფებისთვისაც თვალშისაცემია.

შეგახსენებთ, რომ ტერონი შონ პენს 2015 წელს დაშორდა, სკარსგარდისა და ალექსა ჩანგის ქორწინება კი გასულ ზაფხულს დასრულდა.

პოპულარული სიახლეები