შარლიზ ტერონის ვიზუალი განხილვის საგანი გახდა (ფოტო)

შარლიზ ტერონის ვიზუალი განხილვის საგანი გახდა (ფოტო)
შოუბიზნესი / დეკემბერი 29, 2017

ვარსკვლავები ხშირად ხვდებიან პაპარაცების ობიექტივში, ამიტომ მათი ვიზუალი განხილვის ობიექტი ყოველთვის ხდება. ამჯერად საუბარია შარლიზ ტერონზე, რომელიც ცნობისმოყვარე ფოტოგრაფებმა სპა-სალონიდან გამოსვლის დროს გადაიღეს. მსახიობის სახე პროცედურების შემდეგ გაღიზიანებული და მკვეთრად გაწითლებული იყო.

ვარსკვლავი შეეცადა, შეუმჩნეველი დარჩენილიყო: მას დიდი ზომის მზისგან დამცავი სათვალე ეკეთა, თუმცა რამდენიმე კადრის დაფიქსირება მაინც მოხერხდა. თაყვანისცემლების აზრი ორად გაიყო: ერთი ნაწილი საყვარელი მსახიობის გვერდში დადგა, სხვებმა კი ჩათვალეს, რომ მან კოსმეტიკურ პროცედურებს გადააჭარბა.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები