შარლიზ ტერონის 6 წლის ვაჟიშვილი კვლავ გოგოს კაბებით დადის (ფოტო)

შარლიზ ტერონის 6 წლის ვაჟიშვილი კვლავ გოგოს კაბებით დადის (ფოტო)
შოუბიზნესი / ივნისი 19, 2018

შარლიზ ტერონი ახალ პროექტზე მუშაობს: მსახიობი ანიმაციურ ფილმში „ადამსების ოჯახი“ ერთ-ერთ პერსონაჟს – მორტიშას ახმოვანებს. პარალელურად კი თავისუფალ დროს შვილებთან ატარებს. ამ დღეებში პაპარაცებმა დედა-შვილი ლოს-ანჯელესში, კინოთეატრში მიმავლები გადაიღეს.

შარლიზის ცნობა, რომელსაც უზარმაზარი მზის სათვალე ეკეთა, არც ისე რთული იყო, თუმცა ჯექსონმა, მსახიობის ვაჟიშვილმა კვლავ გოგოს ჩაცმულობა აარჩია. 6 წლის ბიჭუნას ვარდისფერი კაბა და ღია ფეხსაცმელი ეცვა, რომლებზეც პეპლები იყო გამოსახული და თმაზე ფერადი სამაგრები ეკეთა. როგორც ჩანს, მსახიობი შვილის პირად თავისუფლებაში კვლავ არ ერევა.

საკვანძო სიტყვები