შარლიზ ტერონი დონალდ ტრამპის საძულველ ჟურნალისტს განასახიერებს

შარლიზ ტერონი დონალდ ტრამპის საძულველ ჟურნალისტს განასახიერებს
შოუბიზნესი / მაისი 23, 2018

შარლიზ ტერონი მონაწილეობას მიიღებს ბაიოპიკში, რომელიც ტელეარხ Fox News-ის წამყვანს, მეგინ კელის ეძღვნება. პროექტის სახელწოდება ამ დროისთვის უცნობია.

ცნობილი ჟურნალისტი 2016 წელს ამერიკის პრეზიდენტის წინასაარჩევნო პროცესებს აშუქებდა და მუდმივად უხერხულ კითხვებს სვამდა, რის გამოც დონალდ ტრამპის რისხვა არაერთხელ დაიმსახურა. მომავალ პრეზიდენტთან უთანხმოება მას Fox News-ზე კარიერად დაუჯდა.

2017 წელს, მეგინი სამუშაოდ NBC News გადავიდა. მისი პირველი დავალება ახალ ადგილზე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუ იყო, რასაც მან თავი კარგად გაართვა.

რაც შეეხება ტერონს, 12 ივლისს მისი მონაწილეობით ფილმი „ტალია“ გამოდის.

საკვანძო სიტყვები